ახალი ამბები

თბილისს სასწრაფოს 80 ახალი მანქანა დაემატება

15 იანვარი, 2020 • 1740
თბილისს სასწრაფოს 80 ახალი მანქანა დაემატება

15 იანვარს თბილისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი მანქანა დაემატება.

თბილისის მერმა კახი კალაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ახალი ავტომობილების პრეზენტაცია თავისუფლების მოედანზე გამართეს.

კალაძემ განაცხადა, რომ ახალი მანქანები 15 იანვრიდანვე მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.

კალაძისა და ტიკარაძის თანახმად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი, რომელიც თბილისის მერიას ექვემდებარებოდა, ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლებს.

კალაძის თქმით, ამ ნაბიჯით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულება ერთიან სისტემაში მოექცევა. ტიკარაძემ თქვა, რომ სამინისტრო იქნება „უფრო ეფექტური პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში“.

„ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი