
ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა თბილისში სტიქიით დაზარალებულების დახმარებაზე ისაუბრა: “მინდა გამოვხატო ჩვენი გულისტივილი იმ საშინელი ტრაგედიის გამო, რაც თბილისში მოხდა, ასევე გამოვხატავთ თანაგრძნობა ზოოპარკის დირექტორისა და მისი თანამშრომლების მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ჩართვით შესაძლოა საქართველოს გავუზიაროთ გამოცდილება იმ რისკთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენს მეწყრული და წყალდიდობის პროცესები, საქართველოში კვლავ არსებობს იმის რისკები, რომ ძლიერი წვიმის დროს შესაძლოა კვლავ განმეორდეს მსგავსი ბუნებრივი მოვლენა, ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს შეაფასოს რისკები და მართოს პროცესი.
რაც შეეხება ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას [სტიქიის დროს დაზარალებულების დასახმარებლად], ჩვენ ველოდებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რომ მოხდეს კონკრეტული წინადადების წარმოდგენა, რაში საჭიროებს და რა ფორმით საქართველო ამერიკის დახმარებას.“






