ახალი ამბები

“ჩატარდა გამოძიება და რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია” – ირანი უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე

14 იანვარი, 2020 • 1206
“ჩატარდა გამოძიება და რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია” – ირანი უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე

ირანის სასამართლო სისტემის წარმოამდგენლის, გოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, უკრაინული ბოინგის ჩამოგდების საქმეზე, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ირანული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე “ჩატარდა გამოძიება და რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია”, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ირანი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდა კავშირს უკრაინული ბოინგის ჩამოგდებასთან, თუმცა საბოლოოდ აღიარეს, რომ 8 იანვარს სამხედროებმა “შეცდომით” ჩამოაგდეს.

ვიდეოზე აღბეჭდილია სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება – New York Times

მასალების გადაბეჭდვის წესი