ახალი ამბები

აშშ მოლდოველ მილიარდერს სანქციებს უწესებს

13 იანვარი, 2020 • 1640
აშშ მოლდოველ მილიარდერს სანქციებს უწესებს

აშშ მოლდოველ მილიარდერს და პოლიტიკოსს, ვლადიმერ პლახოტნიუკს სანქციებს უწესებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერში გაავრცელა.

„ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებულ პირთა სიაში. კორუფციასთან ბრძოლაში აშშ მხარს უჭერს მოლდოვას“.

ვლადიმერ პლახოტნიუკი მოლდოვის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი (ან სულაც ყველაზე მდიდარი) ადამიანი და პოლიტიკოსია, ერთ-ერთი უმსხვილესი – დემოკრატიული პარტიის ექს-თავმჯდომარე. მას ხშირად მიიჩნევდნენ მოლდოვის არაფორმალურად მმართველად. ქვეყანა მან 2019 წელს, პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დატოვა და ახლა ძებნაშია.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი