”ეპიდემიის საფრთხე ახლა არ არსებობს. თუმცა არის ამ ტერიტორიაზე გარკვეული ზონები, სადაც სპეციალური ცოდნა და უნარ-ჩვევებია მუშაობისათვის საჭირო. ეს პროცესები უნდა იყოს მართული. ახლა სადაც ვიმყოფებით, ის ზონები არის დაცული. მიღებული იქნება უსაფრთხოების ზომები მთელ ტერიტორიაზე. გარწმუნებთ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ წარმოიშვება,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.
სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს პირბადის, დახურული ტანსაცმლისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობას არ ურჩევენ. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ რეკომენდაციას ავრცელებს. სამინისტრომ მოუწოდა მოხალისეებს, გაიკეთონ ანტიტეტანური ვაქცინა. იმუნიზაციის ცენტრი ტაშკენტის 10ა–ში მდებარეობს და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.