ახალი ამბები

ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას მიესალმება

18 ივნისი, 2015 •
ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას მიესალმება

„მე საერთოდ იურისტთა იმ ჯგუფის კატეგორიას მივეკუთვნები რომლებიც ვერ ხედავენ ღირებულებას ადამიანის პატიმრობაში თუკი არ არის ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული. თუ ეს ნამდვილად ასეა [წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზეა საუბარი კაბელების საქმეში ბრალდებულების] მივესალმები“- თქვა ბათუმში მყოფმა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალსტებთან საუბრისას.

 

მისივე ინფორმაციით, როცა თინა ხიდაშელი პარლამენტის წევრი იყო ხელი მოაწერა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას.

 

დღეს, 18 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი