ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ოპოზიციის კანდიდატის საჩივარს შეცვლილი მოსამართლე განიხილავს

10 იანვარი, 2020 • 1188
სოხუმში ოპოზიციის კანდიდატის საჩივარს შეცვლილი მოსამართლე განიხილავს

დღეს, 10 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ადგილობრივი დროით 15:00-ზე, სასამართლომ სასწრაფო წესით ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა დაიწყო.

მოსამართლე, რომელიც სარჩელს იხილავდა, 9 იანვარს ოპოზიციამ ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა და მისი აცილება მოითხოვა.

2019 წლის 8 სექტემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამ საქმეს ამჟამად განიხილავს. აფხაზეთში ოპოზიციის საპროტესტო აქცია სწორედ გუშინ, 9 იანვარს, სასამართლო სხდომის პარალელურად დაიწყო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს 19-ით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას. ხაჯიმბას გადადგომა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომლებმაც სოხუმში პარალამენტის შენობა შტურმით აიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი