ახალი ამბები

ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ მათ სურდათ საელჩოს აფეთქება – ტრამპი სოლეიმანზე

10 იანვარი, 2020 • 774
ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ მათ სურდათ საელჩოს აფეთქება – ტრამპი სოლეიმანზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა ხუთშაბათს, 9 იანვარს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი აშშ-ის საელჩოების დაბომბვას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“ჩვენ დავიჭირეთ ნამდვილი მონსტრი. ჩვენ ისინი გამოვააშკარავეთ. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ მათ სურდათ საელჩოს აფეთქება”, – განაცხადა ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას.

“სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმას, ჩვენ კი ძალიან სერიოზულად ვაკვირდებდით საელჩოებს… თუმცა ჩვენ ის შევაჩერეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის თავდაცვის მაღალჩინოსანმა გაამყარა ტრამპის განცხადება და აღნიშნა, რომ აშშ-ს ჰქონდა ინფორმაცია სოლემანის გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე საელჩოს აფეთქებას გეგმავდა.

CNN-ის ინფორმაციით მათ ვერ მოახერხეს ტრამპის განცხადების დამადასტურებელი საბუთების მოპოვება. კანონმდებლების ნაწილმა განაცხადა, რომ ვერ ხედავდნენ საელჩოებზე თავდასხმის საფრთხეს, რაც გაამართლებდა სოლეიმანის ლიკვიდაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი