ახალი ამბები

პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, დაიკითხებიან თუ არა ღარიბაშვილი, გომელაური და ჯანელიძე

17 ივნისი, 2015 •
პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, დაიკითხებიან თუ არა ღარიბაშვილი, გომელაური და ჯანელიძე

“დაიკითხება ყველა ის პირი კრიზისების მართვის საბჭოდან, შსს-დან, სხვა უწყებებიდან, ვისაც შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია,” – უთხრეს ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურში. შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა მათ შორის ამ უწყებების პირველი პირები, გვიპასუხეს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა, რომლის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი მოკლა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. 

 

ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ, 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გაავრცელა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინტერვიუ, რომელიც 15 ივნისს ჩაწერეს, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.”

 

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად, 17.06.2015
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად, 17.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი