“დღეს პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია, რაც დღეს მოხდა. ეს არის აბსურდი და აქვე ვამტკიცებ, თუ რატომ: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ, რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე. ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. დღეს, როდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ, ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ. შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთეაურების გადადგომა”, წერია ღონისძიების “ფეისბუქის” გვერდზე.
ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე წავიდნენ.
დღეს, 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა.
საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცახდებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე.
დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.