ახალი ამბები

ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა – გახარია ზამთრის კურორტებზე

9 იანვარი, 2020 • 898
ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა – გახარია ზამთრის კურორტებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბაკურიანსა და გუდაურში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებზე ისაუბრა. გახარიას განმარტებით, მთავრობას აღნიშნული პრობლემა უნდა მოეგვარებინა:

“მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში, და აქ ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო”, – განმარტა გახარიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის მთავრობამ ზუსტად იცის წყალმომარაგების პრობლემების გამომწვევი მიზეზები და ამ საკითხის აღმოფხვრაზე მუშაობს:

“გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური, გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა, და ჩვენ ერთი წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, ამ დროისთვის პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის, თუმცა ის იმედოვნებს, რომ წყალმომარაგება უახლოესი საათების განმავლობაში აღდგება.

წყალმომარაგების პრობლემები გუდაურსა და ბაკურიანში

მასალების გადაბეჭდვის წესი