ახალი ამბები

ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს შეჯახების შედეგად კაცი დაიღუპა

19 იანვარი, 2024 • 1971
ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს შეჯახების შედეგად კაცი დაიღუპა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს კაცი დაიღუპა. როგორც ტელეკომპანია „ბორჯომი“ იტყობინება, ის არასრულწლოვანს დაეჯახა, რა დროსაც მძიმე დაზიანება მიიღო.

რაც შეეხება მოზარდს, ისიც დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი