ახალი ამბები

“ლელო” ხაზარაძის სასამართლო პროცესების დაწყებამდე ხედვების პრეზენტაციას გამართავს

9 იანვარი, 2020 • 986
“ლელო” ხაზარაძის სასამართლო პროცესების დაწყებამდე ხედვების პრეზენტაციას გამართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ლელოს” ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, საქმის განხილვა მომდევნო თვენახევრის განმავლობაში 19-ჯერ ჩაინიშნა. ბრალდებული პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამ გზით მათ ხელი შეუშალოს პარტიულ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ, “ლელომ” გადაწყვიტა, თავისი პარტიული ხედვები და გეგმები მოსახლეობასა და პარტიის წევრებს სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე გააცნოს.

პირველი ასეთი ღონისძიება დღეს, 9 იანვრის, სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაიმართა. ხაზარაძემ მედიას პარტიის ეკონომიკური ხედვები წარუდგინა.

“ჩვენი პროცესი სასამართლოში ჩაინიშნა თითქმის ყოველ მეორე დღეს. ჩანიშნულია ძალიან ბევრი სხდომა, რათა ხელი შეგვიშალონ ჩვენს პარტიულ აქტივობებში და მთელი დღეები გავატაროთ სასამართლოში და არ მოგვეცეს რეგიონებში მოგზაურობის საშუალება. თუმცა ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

როგორც ის ამბობს, სწორედ ამიტომ, “ლელომ” გადაწყვიტა, თავისი პარტიული ხედვები და გეგმები მოსახლეობასა და პარტიის წევრებს სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე გააცნოს.

“ჩვენი პარტიის წევრების, ჩვენი მომხრეების რიცხვი ძალიან იზრდება, მმართველი პარტია და მისი ხელმძღვანელი კი ამით შეშინებულია”, – განმარტავს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი