ახალი ამბები

შსს-მ სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

17 ივნისი, 2015 • • 1111
შსს-მ სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო.

 

გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

 

მეწყრის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 5 დაკარგულად მიიჩნევა.

 

სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალი წინასწარი მოაცემებით, 40 მილიონი ლარია.

სტიქია თბილისში - 14 ივნისი, 2015/ნეტგაზეთის ფოტო
სტიქია თბილისში – 14 ივნისი, 2015/ნეტგაზეთის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი