გამგეობის განცხადებით, შენობაში დაგროვდა საკმარისი საკვები და პროდუქტების მიტანა საჭირო აღარ არის. გამგეობა აცხადებს, რომ მოხალისეები ანაწილებენ პროდუქტებს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა “ფეისბუქზე” წერს, რომ ვაკის რაიონის გამგეობაში საჭიროა გამაგრილებლებისა და დიდი მაცივრების დამატება პროდუქტების დაბინავებისთვის.
“სასწრაფოდ საჭიროა დიდი მაცივრების, გამაგრძელებლების და კარგი კარვების მიშველება, რომ პროდქუტი არ გაფუჭდეს. პროცესების მენეჯმენტის გამოცდილება ვისაც გაქვთ, აიღეთ პასუხისმგებლობა და მიეხმარეთ იქ მშრომელ მოხალისეებს და გამგეობის თანამშრომლებს.
ვაკის გამგეობა ვერ ახერხებს მოსახლეობის მიერ მოტანილი უამრავი პროდუქტის დახარისხებას, დასაწყობებას და დისტრიბუციას. როგორც თანამშრომლებმა მითხრეს გუშინ, სარდაფი დატბორილი აქვთ, ამოტუმბვას არ აკეთებდნენ.
გუშინ ჩვენს მიერ მთელი დღის განმავლობაში დახარისხებული პროდუქტი ჩემს თანამშრომლებს არეული დახვდათ + დაემატა კიდევ უფრო მეტი”, – წერს ნინო ლეჟავა.