სტამბოლში ვლადიმერ პუტინმა და რეჟეპ ტაიპ ერდოღანმა ახალი გაზსადენი, „თურქეთის ნაკადი“ გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გაზსადენის საშუალებით რუსულ გაზს მიიღებენ ბულგარეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და საბერძნეთი.
აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტში, რომელიც დონალდ ტრამპმა დეკემბერში დაამტკიცა, გათვალისწინებულია სანქციები „თურქეთის ნაკადის“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” წინააღმდეგ.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე” შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
რას წარმოადგენს ჩრდილოეთის ნაკადი 2 და რატომ დააწესა სანქციები ვაშინგტონმა