ახალი ამბები

თვითმხილველი ყვება, როგორ დაესხა ვეფხვი ადამიანს

17 ივნისი, 2015 •
თვითმხილველი ყვება, როგორ დაესხა ვეფხვი ადამიანს

თვითმხილველის, ალექსანდრე შაკულაშვილის თქმით, რომელიც “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე მუშაობს, საწყობში, სადაც ვეფხვი იმალებოდა, 8 ადამიანი ალაგებდა, რა დროსაც ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა.

 

თვითმხილველმა თქვა, რომ მუშებმა გამოსვლა მოასწრეს, მხოლოდ ერთი ვერ გამოვიდა. შაკულაშვილი ამბობს, რომ როცა სასწრაფომ წაიყვანა დაშავებული, გონება დაკარგული ჰქონდა.

 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლომი დაესხა მოქალაქეს, ხოლო შემდეგ საუბარი იყო ვეფხვზე, თუმცა დაზუსტებული ოფიციალური ინფორმაცია, თუ რომელი მტაცებელი დაესხმა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მოქალაქეს, უცნობია.

 

ადგილზე ისევ რჩებიან პოლიციელები, რომლებსაც შემოსაზღვრული აქვთ პერიმეტრი.  მტაცებელი ცხოველის შესახებ ცნობები, რომელიც ადამიანს თავს დაესხა, ჯერ არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მივიდა თბილისის მერი დავით ნარმანია.

 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ  ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი