ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

17 ივნისი, 2015 •
შსს-ს ცნობით, ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

პოლიციის ცნობით, ვეფხვი ლაგუნე ვერეს ტერიტორიაზე ადამიანს თავს დაესხა.

 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლომი დაესხა მოქალაქეს, ხოლო შემდეგ საუბარი იყო ვეფხვზე, თუმცა დაზუსტებული ოფიციალური ინფორმაცია, თუ რომელი მტაცებელი დაესხმა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მოქალაქეს, უცნობია.

 

ადგილზე ისევ რჩებიან პოლიციელები, რომლებსაც შემოსაზღვრული აქვთ პერიმეტრი.  მტაცებელი ცხოველის შესახებ ცნობები, რომელიც ადამიანს თავს დაესხა, ჯერ არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მივიდა თბილისის მერი დავით ნარმანია.

 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ  ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი