დავით ჩხეტიანის განცხადებით, მას ლომი ან სხვა ცხოველი არ უნახავს, თუმცა გამვლელები აცხადებენ, რომ მათ ლომი დაინახეს.
შსს-ს ინფორმაციით, ლაგუნე ვერეს ტერიტორიაზე მოქალაქეებმა მტაცებელი ცხოველი დაინახეს. ცხოველის თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა. პოლიციის ცნობით, ცხოველი ლომია თუ ვეფხვი ზუსტად არ იციან. ცხოველს ეძებენ ადგილზე. შსს მინისტრი ვახტან გომელაურიც უნდა მივიდეს.
მეწყერის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 5 დაკარგულად მიიჩნევა.
სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალი წინასწარი მოაცემებით, 40 მილიონი ლარია.