ახალი ამბები

მეზობლის მკვლელობის ბრალდებით მარტვილში ერთი პირი დააკავეს

8 იანვარი, 2020 • 1093
მეზობლის მკვლელობის ბრალდებით მარტვილში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეზობლის მკვლელობის ბრალდებით მარტვილში 59 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს, რ.ჯ-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ.
გარდაიცვალა.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი