ახალი ამბები

ტრამპი სარაკეტო შეტევაზე: ყველაფერი კარგადაა

8 იანვარი, 2020 • 1434
ტრამპი სარაკეტო შეტევაზე: ყველაფერი კარგადაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკლედ ეხმიანება ირანის სარაკეტო თავდასხმას ამერიკულ ბაზებზე და წერს, რომ “ყველაფერი კარგადაა”

“ყველაფერი კარგადაა. ირანიდან გასროლილია რაკეტები ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე. ამჟამად ზიანის  შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა.  ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოს ყველა წერტილში. განცხადებას გავაკეთებ ხვალ დილით”, – წერს ტრამპი ტვიტერზე. 

 

7 იანვარს, პენტაგონის განცხადებით, ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევა განახორციელა. როგორც CNN წერს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა განცხადება, რომ ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმებმა „შეტევა განახორციელეს ერაყში მდებარე ალ-ასადის ამერიკულ ბაზაზე ათი რაკეტით“. რაზმებმა გააფრთხილეს აშშ, რომ „ახალი აგრესიის შემთხვევაში უფრო დიდი, დამანგრეველი პასუხი“ იქნებოდა. აგრეთვე, რაზმების განცხადებით, შეტევას მიიტანენ ნებისმიერ სახელმწიფოზე რეგიონში, რომელიც აშშ-ის აგრესიის პლატფორმა გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი