ახალი ამბები

17 ივნისს 19 საათამდე ვაკისა და საბურთალოს მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

17 ივნისი, 2015 • • 1103
17 ივნისს 19 საათამდე ვაკისა და საბურთალოს მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა. 

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.

 

მზიურისა და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მეწყრის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 6 დაკარგულად მიიჩნევა.

 

სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალი წინასწარი მოაცემებით, 40 მილიონი ლარია.

 

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი (GWP)
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი (GWP)

მასალების გადაბეჭდვის წესი