ახალი ამბები

მოკლული ირანელი გენერლის გლოვისას ჭყლეტის დროს 35 ადამიანი დაიღუპა

7 იანვარი, 2020 • 1393
მოკლული ირანელი გენერლის გლოვისას ჭყლეტის დროს 35 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის გლოვისას. ინფორმაციას BBC ავრცელებს ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამ შემთხვევის გამო მთავრობამ  სოლეიმანის დაკრძალვა დროებით გადადო. როგორც მთავრობაში ამბობენ, დაკრძალვის თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

სოლეიმანის მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში დაკრძალავენ.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. ირანი აშშ-ს „შურისძიებით“ დაემუქრა, ხოლო დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შეტევის შემთხვევაში, „საპასუხო იერიში იქნება სწრაფი და ძლიერი“.

შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]


გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი