ახალი ამბები

არჩილ ჭყოიძეს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფი წარადგენს

17 ივნისი, 2015 •
არჩილ ჭყოიძეს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფი წარადგენს

ჭყოიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფში, რომელიც მის კანდიდატურას წარადგენს, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები შედიან. ის ასევე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის წარდგენასთან პოლიტიკურ პარტიებს კავშირი არ აქვთ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დავით სოსლანის საზოგადოების” წარმომადგენელმა ტარიელ გოგიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჭყოიძის კანდიდატურის წარდგენის ინიციატივა ეკუთვნის ორგანიზაციებს- “ქართულ ერთობას”, “დავით სოსლანის საზოგადოებას” და კიდევ რამდენიმე არასამთავრობოს.

 

საგარეჯოს ოლქის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 

არჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი