ახალი ამბები

ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები „ტერორისტებად“ გამოაცხადა

7 იანვარი, 2020 • 1001
ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები „ტერორისტებად“ გამოაცხადა

ირანელმა კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აშშ-ის შეიარაღებული ძალების „ტერორისტებად“ გამოცხადებას ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ. ინფორმაციას „CNN“ ირანულ სახელმწიფო სააგენტო „IRNA“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხმის მიცემა პარლამენტში დღეს, 7 იანვარს, შედგა, იტყობინება „IRNA“. ხმის მიცემის შემდეგ, სააგენტოს ცნობით, პარლამენტარებმა სკანდირება დაიწყეს  „სიკვდილი ამერიკას“.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. ირანი აშშ-ს „შურისძიებით“ დაემუქრა, ხოლო დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შეტევის შემთხვევაში, „საპასუხო იერიში იქნება სწრაფი და ძლიერი“.

შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი