ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

7 იანვარი, 2020 • 1460
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შპსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“  დღეიდან  გრიგოლ მანდარია უხელმძღვანელებს. წინა ხელმძღვანელმა ეკატერინე ქალდავამ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს, თუმცა საკადრო ცვლილების მიზეზი არაა განმარტებული. ამ ცვლილებას უძღოდა წინ წყლის პრობლემები სამთო კურორეტებზე.

კომპანიის ცნობით,  ახალი ხელმზღვანელი გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიწყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში

“გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტეკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასებაანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მასგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისმიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში”, – აცხადებს წყალმომარაგების კომპანია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი