ახალი ამბები

ანდრო დადიანმა გახარიას 1.75 ლარის ღირებულების ჩეკი გაუგზავნა

6 იანვარი, 2020 • 903
ანდრო დადიანმა გახარიას 1.75 ლარის ღირებულების ჩეკი გაუგზავნა

არტისტმა, ანდრო დადიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საშობაოდ წერილი გაუგზავნა, სადაც ყვება 60-65 წლის მამაკაცის ამბავს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში შეხვდა. არტისტის თქმით, მამაკაც იყო გადაღლილი, რთულად დასამახსოვრებელი და ემოციური, რაც მის ეკონომიკურ და სულიერ მდგომარეობას ასახავს.

არტისტმა პრემიერ-მინისტრს ასევე გაუგზავნა 1.75 ლარის ღირებულების ჩეკი, რომელიც მამაკაცმა სალაროსთან დატოვა. დადიანის თქმით, ეს ჩეკი არის დოკუმენტი, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი მოქალაქე.

დადიანის თქმით, ამ პერფორმანსით გახარიას ერთგვარ სურვილს უგზავნის, რომ ჩეკმა ოდნავ მაინც დააახლოოს ადამიანებთან:

“ვუსურვებ ამდენი ნეპოტიზმის, ამდენი პრემიების, ამდენი გაფლანგული ფულის, ამდენი გაუბედურებული ადამიანების შემხედვარე, ამ პატარა ჩეკმა ოდნავ მაინც დააახლოოს ადამიანებთან, ოდნავ მაინც წარმოადგენინოს, რა მდგომარეობაში არიან ჩვენს ირგვლივ ადამიანები”, – განმარტავს დადიანი.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/2144464392323551/?t=54

მასალების გადაბეჭდვის წესი