შობის ღამეს თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  მეტრო მგზავრებს 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მოემსახურება. 

შსს-ს ცნობით კი,  ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობის გამო  თბილისში 14:00 საათიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება  პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის
გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე,  მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

“ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის  თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება”, – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

7 იანვარს ქრისტიანების ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.