ახალი ამბები

ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

16 ივნისი, 2015 •
ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

 

დევნილი ოჯახები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩიეს.

 

ბინების განაწილების პროცედურას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწენენ. კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

 

შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 – ერთოთახიანი, 23- ოროთახიანი,  5-სამოთახიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი