ახალი ამბები

პრემიერი ზოოპარკის ადგილას სოლიდარობის პარკის გაკეთების ინიციატივით გამოდის

16 ივნისი, 2015 •
პრემიერი ზოოპარკის ადგილას სოლიდარობის პარკის გაკეთების ინიციატივით გამოდის

“აქტიურად განიხილება ზოოპარკის სხვაგან გადატანის საკითხი და მის ტერიტორიაზე კი ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება გაკეთდეს პარკი, პირობითად სოლიდარობის პარკი. კარგი დასასვენებელი პარკი უნდა გაშენდეს ქალაქის ცენტრში,”– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გმირთა მოედანზე, 13 მაისის სტიქიის გამო შექმნილ საგანგებო შტაბში.

 

თბილსის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ზოოპარკი თბილსის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე აშენდება.

 
 
დღეს სტუდენტური ”მწვანე მუშტი” გამოვიდა ინიციატივით, რომ ვერეს ხეობაში, ზოოპარკის სხვა ადგილას გადატანის შემდეგ, ცენტრალური ტყე-პარკი მოეწყოს. მოძრაობის წევრები manifest.ge-ს დახმარებით 10 000 ხელმოწერას აგროვებენ.
 
 
 
13 ივნისის სტიქიას თბილისში, დღეის მონაცემებით, 17 ადამიანი შეეწირა. ამ დროისთვის გარდაცვლილთაგან 12 ადამიანის ვინაობა არის ცნობილი.
 
 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. ზოოპარკის ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

13 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა და მთელი ქვეყანა გააერთიანა. სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი თანამოქ…

Posted by Irakli Garibashvili on Tuesday, June 16, 2015

 
 

პრემიერის ახალი ინიციატივა – ზოოპარკის ადგილას გავაკეთოთ სოლიდარობის პარკი მას შემდეგ რაც ზოოპარკის გადატანას შევძლებთ თბილისის ზღვაზე .

Posted by Nina Kobakhidze on Tuesday, June 16, 2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი