საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ მომღერალ დავით გომართელის იტალიაში საქართველოს საელჩოში დანიშვნაზე. როგორც „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, მომღერლის ფუნქცია იტალიაში ქართულიკულტურის პოპულარიზაცია იქნება.

„დავით გომართელი ამ თანამდებობაზე კულტურის მიმართულებით დაინიშნა, ფუნქცია იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაცია იტალიაში. დავით გომართელს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2005 წელს.

ზოგადად, დიპლომატიაში უკვე ძალიან აქტუალურია კულტურის მოღვაწეების დიპლომატიის გამოყენება იმ კონტექსტში, რომ ხელი შეუწყონ კულტურის სფეროში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას და კულტურული კავშირების დამყარებას. დავით გომართელი კარგად იცნობს იტალიურ კულტურას, ფლობს იტალიურ ენას“, – აცხადებენ სამინისტროში.