ახალი ამბებისაზოგადოება

ინექციის ახალი მეთოდი ტუბერკულოზის ვაქცინას უფრო ეფექტურს გახდის

6 იანვარი, 2020 • 4278
ინექციის ახალი მეთოდი ტუბერკულოზის ვაქცინას უფრო ეფექტურს გახდის

ვაქცინის ახალი მეთოდით მაიმუნებისთვის გაკეთებამ ტუბერკულიოზისგან დაცვის 90%-იანი შედეგი აჩვენა, თუმცა, სანამ ინექციის ახალ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან, საჭიროა სხვა ტესტირებებიც. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

მაიმუნებზე ჩატარებული ტესტების შედეგად დადგინდა, რომ თითქმის საუკუნის სიძველის ვაქცინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ძირითადად ჩვილებს უკეთებენ, ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც ვენიდან შეჰყავთ და არა ჩვეულებრივი გზით, მხოლოდ კანის ქვეშ.

პიცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულმა ახალმა მეთოდმა მაიმუნებზე ტესტირებისას 10-დან 9 შემთხვევაში გაამართლა.

მეცნეირებმა, რომლებიც არ იყვნენ ექსპერიმენტში ჩართული, აღიარეს, რომ ისინი აღფრთოვანებული არიან ახალი აღმოჩენით:

“თუ ეს მეთოდი ისევე ეფექტური იქნება ადამიანებისთვის, როგორც მაიმუნებისთვის, მას უდიდესი პოტენციალი ექნება”, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ტუბერკულიოზის პროგრამის ყოფილმა დირექტორმა, ექიმმა მარიო რევილიონემ.

მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები მას ტუბერკულოზით დაავადებამდე მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი