ახალი ამბები

აშშ-მ ახლახანს ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა სამხედრო აღჭურვილობაზე – ტრამპის მუქარა ირანს

5 იანვარი, 2020 • 1952
აშშ-მ ახლახანს ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა სამხედრო აღჭურვილობაზე – ტრამპის მუქარა ირანს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამი „ტვიტერში“ მორიგ განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, ირანის შეტევის შემთხვევაში, აშშ ყველანაირი ყოყმანის გარეშე “ახალთახალ და ულამაზეს ტექნიკას” გამოიყენებს.

„აშშ-მ ახლახანს დახარჯა ორი ტრილიონი დოლარი სამხედრო აღჭურვილობაზე. ჩვენი სამხედრო ძალები მსოფლიოში ყველაზე დიდი და ამასთან ერთად ყველაზე ძლიერია! თუ ირანი შეტევას განახორციელებს ამერიკულ ბაზაზე ან ნებისმიერ ამერიკელზე, გავგზავნით ამ ახალთახალ, ულამაზეს ტექნიკას… ყველანირი ყოყმანის გარეშე!“, – წერს ტრამპი ტვიტერში.

ტრამპმა მსგავსი განხცხადება აქამდეც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ირანის შეტევაზე საპასუხო იერიში ძალიან სწრაფი და ძლიერი იქნება.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აშშ-ის მიერ მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი.

„საპასუხო იერიში ირანზე იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“ – ტრამპი

მასალების გადაბეჭდვის წესი