ახალი ამბები

„კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ – ირანელი მინისტრი ტრამპზე

5 იანვარი, 2020 • 996
„კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ – ირანელი მინისტრი ტრამპზე

ირანის ინფორმაციულ ტექნოლოგიათა მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა.

მინისტრი ტვიტერში გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს და ამბობს, რომ „საპასუხო იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“.

„მსგავსად ისლამური სახელმწიფოსა, მსგავსად ჰიტლერისა, მსგავსად ჩინგიზ ყაენისა. ყველა მათგანს კულტურა ეზიზღება. ტრამპი „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია“. მალე ისწავლის, რომ არავის შეუძლია „დიდებული ირანელი ერისა და კულტურის“ დამარცხება“, – წერს მინისტრი.

„საპასუხო იერიში ირანზე იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“ – ტრამპი

მასალების გადაბეჭდვის წესი