ახალი ამბებიკინო

5 ახალი ფილმი 2020 წლისთვის

5 იანვარი, 2020 • 9416
5 ახალი ფილმი 2020 წლისთვის

ახალ წელთან ერთად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა დიდ ეკრანზე გამოსვლაც 2020 წლისთვის იგეგმება:

შავი ქვრივი

“მარველის სტუდია” 2020 წლისთვის კიდევ ერთ ახალ ფილმს გვთავაზობს, რომელიც მარველის კომიქსებზე იქნება დაფუძნებული და მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი შეასრულებს. ფილმის მთავარი პერსონაში კარგად არის ცნობილი კომიქსების გულშემატკივრებისთვის, ხოლო რაც შეეხება ფილმებს, “შავი ქვრივის” პერსონაჟი წლების განმავლობაშ სხვადასხვა ფილმებშ გვხდებოდა, მათ შორის “რკინის კაცსა” და “შურისმაძიებლების” სხვადასხვა სერიაში.

“შავი ქვრივის” ფილმად ქცევა პირველად კომპანია Lionsgate-მა 2004 წლის აპრილში დაიწყო, თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა, რის შემდეგაც ფილმზე ყველა უფლება “მარველის სტუდიამ” გადაიბარა. “შავი ქვრივის” გადაღებები 2019 წელს დაიწყო და ფილმის გამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის პირველ მაისს იგეგმება.

სიკვდილის დრო არაა

ჯეიმს ბონდის ოცდამეხუთე ფილმს სახელწოდებით “სიკვდილის დრო არაა” Eon Productions გადაიღებს. ფილმში მთავარ როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს. ფილმზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და ეს იქნება პირველი ფილმი “ჯეიმს ბონდის” სერიებიდან, რომელსაც Universal Pictures აწარმოებს. “სიკვდილის დრო არაა” აშშ-ს კინოთეატრებში 2020 წლის 8 აპირილისთვის იგეგმება.

მულანი

ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმის ახალ ვერსიაში მთავარ როლს მსახიობი ლუი იფეი შეასრულებს. ჩინური ფოლკლორის ნიმუშზე სახელწოდებით “მულანის ბალადა” დაფუძნებული ფილმს კომპანია Walt Disney Pictures გადაიღებს. მულანის ფიქშენ ფილმად გადაღების იდეა 2010 წელს გაჩნდა, თუმცა პროექტის განხორციელება ავტორებმა ვერ შეძლეს. ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმის რიმეიქის გადაღება 2018 წელს დაიწყო, გადაღებები კი ახალ ზელანდიასა და ჩინეთში მიმდინარეობდა. “მულანი” შეერთებული შტატების კინოთეატრებში 2020 წლის 27 მარტს იგეგმება.

მტაცებელი ფრინველები

Warner Brothers Pictures-ის ფილმის, “მტაცებელი ფრინველების” სიუჟეტი დაფუძნებულია კომიქსების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის DC Comics-ის ამავე სახელწოდების კომიქსზე. “მტაცებელ ფრინველებში” მთავარ როლს მარგო რობი შეასრულებს, რომელიც შეუერთდება “მტაცებელი ფრინველების” ჯგუფს, რათა გადაარჩინოს კასანდრა კეინი გოთემის მთავარ დამნაშავისგან – შავი ნიღაბისგან. ფილმი აშშ-ს დიდ ეკრანებზე 2020 წლის 7 თებერვალს გამოჩნდება.

“ქალი საოცრება 1984”

DC-ის კომიქსებზე დაფუძნებული ფილმი “ქალი საოცრება”, გალ გადოტის მონაწილეობით 2017 წლის მესამე ყველაზე გაყიდვად ფილმად იქცა. ფილმის შესახებ ამ ეტაპზე არც თუ ისე ბერვია ცნობილი, თუმცა ფილმის სათაურიდან და 2019 წლის დეკემბერში გამოსული თრეილერიდან ვიგებთ, რომ ფილმის სიუჟეტი 1984 წელს ვითარდება, სადაც “ქალი საოცრება” ხვდება თავის ერთადერთ სიყვარულს სტივ ტრევორს. ფილმის დიდ ეკრანებზე ჩვენება აშშ-ში 2020 წლის 5 ივნისს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი