იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისიდან ჩამოტანილია საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და ა.შ.
მისი განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული დახმარება ერთჯერადი არ იქნება და თბილისს იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც უახლოეს დღეებში დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გადმორიცხვაც დაიწყება.
13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 15 ადამიანი, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება.
ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც დაიღუპა ზოოპარკის სამი თანამშრომელი და ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. შსს-ს ცნობით, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების ნაწილი ლიკვიდირებულია, დანარჩენის ძიების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
ქუთაისიდან გამოგზავნილი დახმარება 300-მდე დაზარალებულ ადამია…
ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაგზავნეს. აღნიშნული დახმარება ვაკის გამგეობას გადაეცა, რომელიც რაიონში დაზარალებულ 300-მდე ადამიანს დაურიგდება.
Posted by დავით ნარმანია/David Narmania on Monday, June 15, 2015
ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაგზავნეს. აღნიშნული …
Posted by Tbilisi city hall on Monday, June 15, 2015