ახალი ამბები

რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ – ჯაღმაიძე მამალაძის შეწყალებაზე

4 იანვარი, 2020 • 1722
რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ – ჯაღმაიძე მამალაძის შეწყალებაზე

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მათ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მამა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით და ახლა მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს მიერ დაყენებული მრავალი შუამდგომლობებიდან დაკმაყოფილებული არის მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%. ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს, სხვა ფორმატი ამის იქით არ გვაქვს. ამიტომ, უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდა ამისა, ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის მხოლოდ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია და ამ შემთხვევაში, მათ მხოლოდ ამის გაკეთება შეეძლოთ: „ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ რაღაც პროტესტები მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი