ახალი ამბები

თბილისში წყალდიდობისგან გადარჩენილ ცხოველებს მკურნალობენ [ფოტო]

16 ივნისი, 2015 • 2650
თბილისში წყალდიდობისგან გადარჩენილ ცხოველებს მკურნალობენ [ფოტო]

თეიმურაზ წიქორიძის ინფორმაციით, ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან მიყვანილი ტრავმირებული ცხოველების რაოდენობა ნელ-ნელი იზრდება:

 

“გამოდიან სტრესიდან ძაღლები და მოჰყავთ. სამწუხაროდ, ძაღლების ჯანმრთელობის მდგომარეობები ცუდია. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ კიდევ აგროვებენ და უნდა მოიყვანონ ცხოველები. 2-3 დღეში დავნიშნავ ვეტერინართა შეკრებას და მოვუსმენ მათ აზრს. სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებს და დიდ დროს მოითხოვს. პრაქტიკულად გავანადგურებ სხვა ძაღლებსაც. არ ვიცი, რა გავაკეთო? სხვა პრობლემებიც წარმოიშვება. უმძიმესი მდგომარეობაა.”

 

წიქორიძის განცხადებით, ელიზბარაშვილის თავშესაფრის ცხოველების დიდი რაოდენობა დაღუპულია:

 

“დილიდან GSPSA-ს მიერ გამოცხადდა ორგანიზაციის წევრთა და ცხოველთა დამცველთა თავშესაფრის სრული მობილიზაცია. GSPSA-ს თავშესაფარში მიმდინარეობს ტრავმირებული, გზააბნეული, დაავადებული ცხოველების მიღება. ცხოველთა გადარჩენის ოპერაციებში ჩართულნი არიან GSPSA-ს წევრები, პროფესიონალი ვეტერინარები, კინოლოგები და მოხალისეები.”

 

მისი ცნობით, ორგანიზაციას სხვადასხვა სახით ეხმარებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ვეტერინარული კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები, ბიზნესმენები: “განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ ის პირები, რომლებიც დროებით საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფენ ცხოველებს.”

 

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება მოუწოდებს მოსახლეობას, ბიზნესმენებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი და დაეხმარონ ცხოველების გადარჩენაში.

 

  • თავშესაფრის მისამართი: ნუცუბიძის II მ/რ, I კვ, კორ. 3ა
  • საკონტაქტო ტელეფონი: +995 322 231 60 10
  • ცხელი ხაზი: +995 593 322 159
  • ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების” GSPSA -ის ანგარიშის ნომერია:
  • მიმღები ბანკი : საქართველოს ბანკი
  • ბანკის კოდი: BAGAGE22
  • მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000
  • მიმღების დასახელება: არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) „სცდგს“- საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადეობა.

 

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ფოტოები:

 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ცნობით, თავშესაფარარში მობინადრე ყველა დათვები ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო. თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომლის, დავით მენთეშაშვილის თქმით, პრესონალი ცხოველების დახმარებას ცდილობდა, თუმცა დატბორილ თავშესაფარს თვითონაც ძლივს დააღწია თავი.

 

14 ივნისს ლომის ძებნის ოპერაციას კავკასიური ნაგაზი შეეწირა. ამავე დღეს შეიქმნა პეტიცია ცხოველების დახოცვის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. პეტიციას, რომლის ადრესატებიც საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა  და საქართველოს პრეზიდენტი არიან, 12000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი პირველად 4 ივნისს დატბორა. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, პირველი დატბორვის შედეგად ოცზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 15 ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც დაიღუპა ზოოპარკის სამი თანამშრომელი და ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. შსს-ს ცნობით, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების ნაწილი ლიკვიდირებულია, დანარჩენის ძიების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი