ახალი ამბები

ერაყში მყოფი ქართველები გაფრთხილებულები არიან – საგარეო საქმეთა სამინისტრო

4 იანვარი, 2020 • 1439
ერაყში მყოფი ქართველები გაფრთხილებულები არიან – საგარეო საქმეთა სამინისტრო

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ერაყში მყოფი ყველა საქართველოს მოქალაქე, ვის შესახებაც უწყებას ინფორმაცია აქვს, გაფრთხილებულია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, უწყებაში აღნიშავენ, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია ერაყში არ გააჩნია, ხოლო გადაფარვა ხორციელდება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოდან, შესაბამისად არსებული სტატისტიკა ერაყში მყოფი ქართველების შესახებ შეიძლება არ იყოს ზუსტი, თუმცა საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი არის გაფრთხილებული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ირანში ასევე მუშაობს ამ მიმართულებით.

ერაყში მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად იქნა მოკლული. შეტევის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი