მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვის პროცესი მიმდინარეობს.
თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილის, დავით დოლიძის განცხადებით, დღეს გვიანობამდე მოირეცხება მშრალი ხიდიდან – თამარ მეფის ხიდამდე სანაპირო ზოლი. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობს თბილსერვის ჯგუფის 7 სპეცტექნიკა და სახანძრო-სამაშველო სამსახური:
“დღის სამი საათიდან დავიწყეთ აღნიშნული მონაკვეთის მორეცხვითი სამუშაოები. მანამდე, სამ საათამდე მუშაობდა ფიზიკური ძალა და ამ ჩამოტანილ ტალახს, მიწას იღებდა ნიჩბებით და სხვადასხვა სპეცსაშუალებებით. დღეს გვიანობამდე მოირეცხება აღნიშნული მონაკვეთი.”
მარჯვენა სანაპიროს დასუფთავება გრძელდება
დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
Posted by Tbilisi city hall on Monday, June 15, 2015
UPDATE: დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დრომდე (04:28) მიმდინარეობს გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ დილით მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედანსა და ვარაზისხევზე მოძრაობა სრულად აღდება.
ამ დრომდე მიმდინარეობს გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები. თბილისის მერია, “თბილსერვის ჯგუფი”…
Posted by დავით ნარმანია/David Narmania on Monday, June 15, 2015