ახალი ამბებისამართალი

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 8 იანვრისთვის გადაიდო

3 იანვარი, 2020 • 6327
ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 8 იანვრისთვის გადაიდო

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 8 იანვრამდე გადაიდო. პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ მტკიცებულებების არქონის გამო დააყენა, მორიგე მოსამართლე ნინო თარაშვილმა კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩხარტიშილი სასამართლო პროცესიდან დროებით გაათავისუფლა.

პოლიცია ჩხარტიშვილს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს [ეს მუხლები ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს].

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს, 3 იანვარს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც ის და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის და სხვების კარვების აღებას და მათი ატრაქციონებით ჩანაცვლებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებდნენ გარემოვაჭრეებისთვის რესპუბლიკის მოედანთან და რუსთაველის გამზირზე (გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა) ვაჭრობის აკრძალვას.

სასამართლოში ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად დღეს რამდენიმე გარემოვაჭრეც მივიდა.

გარემოვაჭრეების ნაწილი, ვინც პარლამენტის წინ ვაჭრობას აპროტესტებს, დღეს, 3 იანვარს ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესზე მის მხარდასაჭერად მივიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი