ახალი ამბები

გვარამია მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობას გეგმავს

3 იანვარი, 2020 • 1010
გვარამია მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობას გეგმავს

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნელებლი ნიკა გვარამი ამბობს, რომ   არ აპირებს თანამშრომლობას მოსამართლე გიორგი არევაძესთან და გეგმავს, აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენოს.  ამის შესახებ გვარამიამ 3 იანვარს გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ჩვენ ვაპირებთ მისი აცილების შუამდგომლობის დაყენებას, ოდესმე თუ შეგვიშვა რომელიმე ჩვენგანი პროცესზე.  საბოლოო ჯამში, ჩემი შეფასება ამ მოსამართლის არის შემდეგი: ბიძინა ივანიშვილი იწყებს საკუთარი ძალადობრივი რეჟიმის ბოლო ფაზას და ეს არის სასამართლო ძალადობა, როცა ის აპირებს დაიჭიროს ყველა, ვინც კი შესაძლებელია, და ეს გააკეთოს სასამართლოს და პროკურატურის მეშვეობით”, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განცხადებით, მისი საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე არ ითვალისწინებდა არაფერს და “არანორმალურად ეპყრობოდა როგორც ბრალდებულს, ასევე, ადვოკატებს”. ჟურნალისტებთან საუბრისას გვარამიამ ასევე საქალაქო სასამართლოსგან მოითხოვა მოსამართლე არევაძის სიფხიზლის შემოწმება. მოსამართლე გიორგი არევაძემ  ნიკა გვარამიას დღეს სასამართლო პორცესი დაატოვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი