ახალი ამბები

პოლიციამ დადეშელის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

3 იანვარი, 2020 • 1225
პოლიციამ დადეშელის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 იანვარს  კიდევ ერთი პირი დააკავეს დადეშელის მკვლელობის საქმეზე.

საუბარია ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე, რომელიც პირველ ოქტომბერს გაუჩინარდა და მტკვარმა  მისი ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა. დადეშელს არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე 5 პირი ადრე დააკავა, ხოლო ზ.ჯ-ის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა. პოლიციის ცნობით ის 1983 წელსაა დაბადებული და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.  

დაკავებულის  მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი