სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის კახეთის რეგიონში 25 სახლი შეისყიდა, ხოლო 2 სახლი შეძენილ იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.
მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, სტიქიით დაზარელებული ოჯახებისათვის 52 სახლია შესყიდული. გარდა ამისა, 2012 წლიდან დღემდე უსაფრთხო გარემოში განსახლდა 69 ეკომიგრანტი ოჯახი.
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოზარ სუბარი სიღნაღის რაიონის სოფლებს – ტიბაანსა და ვაქირს, გურჯაანის რაიონის სოფელ – კარდენახს და თელავის რაიონის სოფელ – გულგულას ეწვია.
ეკომიგრანტებთან ოჯახებთან შესახვედრად მინისტრ სოზარ სუბართან ერთად კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ასევე, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.