თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დეფიციტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭირო საფენები (4,5,6 ზომის), კბილის ჯაგრისები და პასტები, სარეცხი საშუალებები, შამპუნები, ტუალეტის ქაღალდი.
დაზარალებულებს შორის არიან 2-7 და 10-15 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ზომის სამოსი, ისეთი, როგორიც არის ტრუსები, მაისურები, ფეხსაცმელები და სხვა სახის ტანსაცმელი. ასევე, საჭიროა ფეხსაცმელი 36-იდან 44 ზომის ჩათვლით.
რაც შეეხება საკვებსა და წყალს, არსებული ინფორმაციით, მარაგშია დღენახევარი-ორი დღის საკვები პროდუქტები.
მერიის ინფორმაციით, პირებს, ვისაც სურთ, დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ თბილისის მერიის საკონტაქტო პირს, ლიკა ბურდულს ტელეფონზე 551 51 58 34