ახალი ამბები

პარლამენტთან 9 ადამიანი დააკავეს

31 დეკემბერი, 2019 • 1791
პარლამენტთან 9 ადამიანი დააკავეს

დღეს, 31 დეკემბერს, პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

აქტივისტების თქმით, დაკავებულებს შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე.

შსს-ში ამბობენ, რომ ცხრავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] მუხლებით დააკავეს.

წაიკითხეთ ასევე:

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი