ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

31 დეკემბერი, 2019 • 5345
მალხაზ მაჩალიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი მოსახლეობას სთხოვს, რომ პარლამენტის წინ, საიდანაც მერიამ დღეს კარვები აიღო და ატრაქციონების მონტაჟს აპირებს, ბავშვები არ  მიიყვანონ. მაჩალიკაშვილი განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს.

“პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილს, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი, კუთხეში მიმწყვდეული მხეცი, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც… ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. არა არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი”, – წერს მაჩალიკაშვილი.

პარლამენტის წინ მდგარი რამდენიმე კარავი დასუფთავების სამსახურმა ნაგვის შემკრები მანქანის საშუალებით აიღო. ამ ადგილას იდგა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი