ახალი ამბები

თურქეთში ავარიისას დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა

30 დეკემბერი, 2019 • 1308
თურქეთში ავარიისას დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა.

„სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე თქმით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობას კი მუდმივი კავშირი აქვს როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე, სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩანქირთან, თბილისი-სტამბოლის გზაზე მოხდა – სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. 31 ადამიანიდან დაშავდა 22, მათგან 4-ის მდგომარეობა კი მძიმეა.

ვრცლად:

თბილისი-სტამბოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი