ახალი ამბები

ილია მეორე მოხალისეებზე: ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თავდადება

15 ივნისი, 2015 •
ილია მეორე მოხალისეებზე: ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თავდადება

“შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ნათელში გაამწესოს, დაამკვიდროს მათი სულები. მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს, ყველა ადამიანს, რომ გაიზიარონ ეს მწუხარება”.

 

მან ასევე მიმართა თბილისის ეკლესიების წინამძღვრებსა და მოძღვრებს, რომ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მხარში ამოუდგნენ. ილია მეორემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს:

 

“ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თავდადება. მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა დასახმარებლად. მე გუშინ გახლდით იმ ადგილებში და ვხედავდი, როგორ შრომობდნენ თავდადებით. მწუხარება, იმედია, სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი ყველაფერს გააკეთებს, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რაც განვიცადეთ და აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები,”- განაცხადა ილია მეორემ.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.

ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი სიონის ეკლესიაში ერთად მივიდნენ სტიქიით დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე. 15.06.2015
ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი სიონის ეკლესიაში ერთად მივიდნენ სტიქიით დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე. 15.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი