ახალი ამბები

სიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დაიწყო

15 ივნისი, 2015 •
სიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დაიწყო

სიონში პატრიარქი და პრემიერი ერთად მივიდნენ, 15.06.2015
სიონში პატრიარქი და პრემიერი ერთად მივიდნენ, 15.06.2015

დღევანდელი დღე – 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 12 ადამიანი, 24 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.


მასალების გადაბეჭდვის წესი